კონკურსის შედეგად შეირჩევა ერთი ქართველი და ერთი ნორვეგიელი სტუდენტი. ქართველი სტუდენტი სამთვიან სტაჟირებას გაივლის "კორძაძის საადვოკატო ბიუროში" და გაემგზავრება ინსტიტუციური სასწავლო ვიზიტით ნორვეგიაში, სადაც მოინახულებს და მიიღებს ინფორმაციას სასამართლოს, ადმინისტრაციული ორგანოებისა და პროკურატურის მუშაობის შესახებ.
ნორვეგიელი სტუდენტი ეწვევა საქართველოს და გაივლის სტაჟირებას პროკურატურაში. გამარჯვებულებს ასევე გადაეცემათ ფულადი პრიზი 500 დოლარი.
საქართველოს იურიდიული ფირმების ასოციაციასა და ქართულ-ნორვეგიული კანონის უზენაესობის ასოციაციას შორის გაფორმდება ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი.