ყოველწლიური სამართლებრივი სტატიების კონკურსი სტუდენტებისთვის

17 მარტი 2016
ყოველწლიური სამართლებრივი სტატიების კონკურსი სტუდენტებისთვის

2016 წლის, 17 მარტს, სასტუმრო „რუმსში“ გაიმართა ქართულ-ნორვეგიული კანონის უზენაესობის ასოციაციისა და საქართველოს იურიდიული ფირმების ასოციაციის ერთობლივი პროექტის „ყოველწლიური სამართლებრივი სტატიების კონკურსი სტუდენტებისთვის“ პრეზენტაცია. კონკურსის შედეგად გამოვლინდება პირველ, მეორე და მესამე ადგილზე გასული სამი გამარჯვებული. გამარჯვებულებს გადაეცემათ ფულადი პრიზი 600 აშშ, 400 აშშ და 200 აშშ დოლარის ოდენობით და გაივლიან სტაჟირებას სიფა-ს წევრ იურიდიულ კომპანიებში. გამარჯვებულთა სტატიები აგრეთვე გამოქვეყნდება ქართულ და ნორვეგიულ სამართლის ჟურნალებში.

კონკურსის პირობები იხილეთ სრულად

უკან

ბოლო პოსტები

არქივი