კონსტიტუციის რეფორმა და სამოქალაქო უფლებების დაცვა რჩება სამართლის რეფორმის პრიორიტეტულ მიმართულებებად. ნორვეგიამ ახლახანს აღნიშნა კონსტიტუციის მიღების ორასი წლისთავი და ამ ღირშესანიშნავ თარიღს ახალი მიღებული ცვლილებით შეხვდა. საქართველოში კონსტიტუციის რეფორმა უკვე ჩვეულებრივი პოლიტიკური მოვლენაა. ორივე სახელმწიფოში აქტუალურია სახემწიფოსა და ეკლესიის ტრადიციული ურთიერთობის საკითხი, გამოხატვის თავისუფლების რეგულირება.
ნორვეგიასა და საქართველო შორის მრავალი წელია ღრმავდება კულტურული და სოციალური კავშირები. ჩვენი კონფერენციის მიზანია ნორვეგიისა და საქართველოსთვის მნიშვნელოვან სამართლებრივ პრობლემებზე აკადემიური დიალოგის ფორმატის შექმნა და ორივე საზოგადოებისთვის მნიშვნელოვან საკითხებზე აზრთა გაცვლა, კვლევა რაც ხელს შეუწყობს, როგორც ინფორმაციის გაცვლას, ისე საერთო კვლევებისთვის პრიორიტეტების იდენტიფიცირებას და თანამშრომლობის წახალისებას.
დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ დღის წესრიგი