ქართულ-ნორვეგიული კანონის უზენაესობის ასოციაცია დაფუძნდა 2014 წლის მარტში ქართველი და ნორვეგიელი იურისტების მიერ. ასოციაცია წარმოადგენს არასამეწარმეო, არაკომერციულ, აპოლიტიკურ ორგანიზაციას, რომელიც მოქმედებს საქართველოს კონსტიტუციისა და კანონმდებლობის შესაბამისად. ასოციაცია, თავისი მიზნებიდან გამომდინარე, მოქმედებს საქართველოს მთელ ტერიტორიაზე და ასევე მის ფარგლებს გარეთ. ასოციაციის დამფუძნებელი წევრები არიან გამოცდილი ქართველი და ნორვეგიელი პრაქტიკოსი იურისტები, რომელთაც გააჩნიათ მოსმართლედ, პროკურორად და ადვოკატად მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება. ასოციაციის წევრები ჩართულნი არიან საქართველოსა და ნორვეგიაში მიმდინარე სისხლის სამართლის მარლმსაჯულების სისტემის რეფორმის პროცესში.
ასოციაციის მიზანია ფორუმის დაფუძნება, სადაც სხვადასხვა პროფესიის წარმომადგენლები ობიექტურობისა და ღიაობის პრინციპების დაცვით შეძლებენ პრაქტიკული და სამართლებრივი საკითხების განხილვას საქართველოსა და ნორვეგიაში კანონის უზენაესობის შემდგომი განვითარებისა და განმტკიცებისთვის, რაც დაეყრდნობა NORLAG-ის მიერ 2004-2013 წლების პერიოდში შექმნილ ტრადიციებს. საზოგადოებაში სამართალშეგნების დონის ამაღლება და კანონის უზენაესობის დამკვიდრება, იურიდიული განათლების ხელშეწყობა და სტუდენტთა, ადვოკატთა პროკურორთა და მოსამართლეთა კვალიფიკაციის ამაღლება,პერიოდული ანთოლოგიის დაბეჭვდა